სუფსის პოლიციის უფროსად გოჩა ჟღენტი დაინიშნა
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” წყარომ შსს დან მოგვაწოდა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, შსს, ამ წუთამდე, ამ დანიშვნის შესახებ, ინფორმაციას არ ავრცელებს.
ამის მიზეზად ჟღენტის ახლო წარსული სახელდება.
ლანჩხუთისა და ოზურგეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გოჩა ჟღენტი შსს რიგებიდან 2015 წელს გააგდენ, თუმცა ამ დღეებში ის უწყებაში აღადგინეს.
ამ დანიშვნის უკან ადგილობრივები ადიკო ივანიშვილს ხედავენ.
გოჩა ჟღენტი სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა, ამ სახელმა და გვარმა რამდენჯერმე მოქალაქეებისათვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადების საქმეში გაიჟღერა.