ე.წ. “კანონიერი ქურდების” დაპირისპირებას ოზურგეთში ერთი ადამიანი შეეწირა ერთი კი დაიჭრა

ე.წ. “კანონიერი ქურდების” – გიგა მოდებაძისა და გიგა კილაძის – დაპირისპირებას ოზურგეთში ერთი ადამიანი შეეწირა ერთი კი დაიჭრა.

22 წლის გიგა როყვა გასული კვირის მიწურულს, ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ხოლო 53 წლის დემუ გოგოტიშვილი დღეს, ადრე დილით. გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა დაჭრეს.

მიუხედავად იმისა, რომ გოგოტიშვილმა მოგვიანებით უარყო პირველადი ჩვენება და გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითდაზიანებები მიიყენა, ცხადია, რომ ის აწამეს, სხვათაშორის მისივე საწოლში, და მას ნრიტვითა და საკანცელარიო დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.

დემურ გოგოტიშვილი ვაჟა გოგოტიშვილის ბიძაა, ეს უკანასკნელი კი პროკურატურის მიერ გიგა როყვას მკვლელობის ბრალდებით იძებნება.

გავრცელებული ინფორმაციით გიგა როყვასა და ვაჟა გოგოტიშვილის გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა.

გიგა როყვამ საპატიმრო შარშან დატოვა და სხვათაშორის ის იმ ზონაში იხდიდა სასჯელს, რომელი ზონის ე.წ. “მაყურებელი ვაჟა გოგოტიშვილი იყო.

თავად გოგოტიშვილი კი ოზურგეთელი ე.წ. “კანონიერი ქურდის” გიგა “ოზურგეთსდკის” იგივე კილაძის მარჯვენა ხელი იყო და ოზურგეთშიც მის ინტერესებს ანუ ბიზნესს აკონტროლებდა.

ამ ბიზნესში კი ბევრი9 რამ შედიოდა, დაწყებული სუპერმარკეტების წილებიდან დასრულებული ქვიშა ხრეში ბიზნესამდე.

ვრცელდება ხმები, რომ ყოველთვიურად, ოზურგეთიდან, გიგა კილაძეს, უკრაინაში ნახევარ მილიონ დოლარამდე თანხა ეგზავნებოდა.

ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე კილაძე ჩერნიგოვის ციხის პატიმარი იყო.

რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნიგოვზე მიტანილი იერიშისას ციხეში ამბოხი მოხდა და კლაძეც გაიქცა, თუმცა ის მალევე კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინის დაზვერვამ დააკავა და ბრალი დივერსიების მოწყობაში წაუყენა,

ჩვენი წყაროს ცნობვით “ოზურგეთსკიმ” ითანამშრომლა უკრაინელებთან და აღიარა, რომ ციხეში ამბოხებას რუსეთში “მოღვაწე”  ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით აწყობდა.

რამაც მისი კრიმინალური სამყაროდან გარიყვა გამოიწვია.

პოლონეთში “მოღვაწე” ე.წ. კანონიერი ქურდი გიგა მოდებაძე სწორედ მის ჩანაცვლებას ცდილობდა, რასაც მოყვა სისხლიანი გარჩევები ოზურგეთში.

პოლიტიკურ ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ყველაფრის სათავეში “ქართული ოცნება” და მისი კრიმინალურ სამყაროსთან კავშირები დგას.

საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ამბობს, რომ გოგოტიშვილის ციხიდან გამოშვება მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ მოხდა.

დავით მჟავანაძე ამ კავშირების დადასტურებად ვაჟა გოგოტიშვილის მეუღლის, ნანუკი ქარჩავას ოზურგეთის საკრებულოში “ქართული ოცნების” პარტიული სიით შესვლას მიიჩნევს.

თავის მხრივ აღნიშვნის ღირსია ოზურგეთის პოლიცია, რომელიც არანაირ პრევენციურ ღონისძიებებს არ ატარებს და მასთან ერთად პროკურატურა და სუსი იმის ნაცვლად რომ კრიმინალური ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების თვალთვალის, დევნისა და რეპრესიებითაა დაკავებული.

ცალკე საუბრის თემაა ის, რომ კანონი ე.წ. “კანონიერ ქურდებზე”  უკვე არც მოქმედებს.

მაგალითად რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა დადასტურებული ინფორმაცია რომ ე.წ. “კანონიერი ქურდი” “რემენა”  მმართველი პარტიის ერთ ერთი სახის, ილა კეჭაყმაძის სახლში, სოფელ გომში ცხოვრობდა, თუმცა პოლიციის ხელმძღვანელობამ არათუ დაკითხა კეჭაყმაძე, არამედ სტუმრობდა მას და კრიმინალური ავტორიტეტისაგან რჩევებსაც იღებდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share