ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მიმართვას ავრცელებს:
„ჩემო ძვირფასო ქართველებო, მინდა ისეთი დახვედრა იყოს, ისტორიას რომ დარჩება და ყველას ერთად მინდა ჩაგეხუტოთ და მოგესიყვარულოთ. მინდა, თქვენი ენერგია მივიღო და თქვენთან ერთად გავიზიარო ეს უდიდებულესი სიხარული, მიყვარხართ!“ – წერს ბექაური.