კორუფცია ისეთ ნიშნულზეა აწეული, როგორზეც არ გვინახავს – ზურაბიშვილი

”კორუფცია უდიდესი სენია, ყველამ იცის (აქაც დავუბრუნდები ბიძინა ივანიშვილს) მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ კორუფცია ისეთ ნიშნულზეა აწეული, როგორზეც არ გვინახავს. მიშას დროსაც არა უშავდა ბოლო პერიოდში ელიტურ კორუფციაზე ყველა საუბრობდა უცხოეთში მაინც და ჩვენც აქ ვიცოდით, რა წნეხი იყო ბიზნესზე, მაგრამ დღეს ეს არის გაათმაგებული.

სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, როგორ მიყვება ყველა მიშას ავტორიტარული რეჟიმის ნაბიჯებს, კარგ ნაბიჯებს რეფორმებზე, რაც დასაწყისში იყო, იმას არ მიჰყვებიან და ამ ნაწილს, იცოცხლეთ, კარგად ასრულებენ და გადააჭარბეს კიდეც.”

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share