როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.
შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
„ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო: დავით სონღულაშვილი
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი: ირაკლი ქადაგიშვილი
რუსთავი-გარდაბნის ისტორიული სოფლები: ირაკლი შატაკიშვილი
მარნეული-გარდაბანი: ზაურ დარგალი
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა: დავით შერაზადიშვილი
ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი: ანტონ ობოლაშვილი
ახალქალაქი-ნინოწმინდა: სამველ მანუკიანი
მცხეთა-მთიანეთი: დიმიტრი ხუნდაძე
გორი-კასპი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ხაშური-ქარელი: ზაზა დუგლაძე
ქუთაისი: ზაზა ლომინაძე
წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი: გივი ჭიჭინაძე
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული: პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული: ზვიად შალამბერიძე
ზუგდიდი: დათო კოდუა
ფოთი-ხობი-სენაკი: გიორგი ხახუბია
მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ: ილია ინჯია
გურია: ვასიკო ჩიგოგიძე
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი: გოჩა ენუქიძე
ბათუმი: აჩიკო ბერიძე
ქობულეთი: გია ჭყონია
ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო: ანზორ ბოლქვაძე
ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.
ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.
არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით.
რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ უახლოეს დღეებში დავასახელებთ.
ნათქვამია ‘ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებაში