შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა, საქმიდან, ჩოხატაურის მერიის თანამშრომელი – გასული წლის 3 სექტემბერს – ჩოხატაურში – პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის მომხრეების ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმის-და ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერის, დავით მჟავანაძის ცემის ფაქტის მთავრი მოწმე – ავთანდილ მეგრელაძე გააქრო.
ჩოხატაურის მერიის თანამშრომელი, ავთანდილ მეგრელაძე, ჩოხატაურში გამოძიებამ ერთ ერთი პირველი დაკითხა, თუმცა ის მალევე დაიბარეს პოლიციაში და ჩვენება შეაცვლევინეს.
ისმის კითხვა რატომ?
„გურიის მოამბეს“ ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები საიდანაც ირკვევა, რომ:
ავთანდილ მეგრელაძეა ის ერთადერთი პიროვნება რომელმაც მომხდარი – ვასილ ჩიგოგიძის მომხრეების ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმა და ცემა – პოლიციას შეატყობინა – ანუ 112 ში დარეკა.
საინტერესოა ერთი დეტალი-ჩოხატაურის მერიის თანამშრომელი ატყობინებს 112 ს – რომ, მას და მის მეგობრებს, ოპოზიციონერები სცემენ და ითხოვს შველას.
როცა პოლიცია ადგილზე მივიდა, კონფლიქტი ჯერ კიდევ მძვინვარებდა, ანუ პარლამენტარ ჩიგოგიძის მომხრეები აგრძელებდნენ ოპოზიციის „პოგრომს“.
ამ დროს საინტერესოა, რომ, გამოძიებაში ხელმეორედ დაბარებული ავთანდილ მეგრელაძე, ცვლის ჩვენებას და წერს, რომ, მას შეეშალა-ნაცვლად სიტყვებისა „ნაციონალური მოძრაობის წევრები დამესხენ თავს““ უნდა ეწეროს „ნაციონალური მოძრაობის წევრები დაესხნენ თავს ვასილ ჩიგოგიძის მხარდამჭერებს“
ამავე ჩვენებაში ავთანდილ მეგრელაძეს გამომძიებელი აწერინებს, რომ ის თვითონ კი არ გახდე მოწმე მომხდარის და დარეკა 112 ში, არამედ ეს ამბავი უცნობი მოქალაქისაგან გაიგო მომხდარის შემდეგ და როგორც კეთილსინდისიერმა მოქალაქემ 112 ში დარეკა.
ისმის კითხვა – თუ ჩოხატაურის მერიის თანამშრომელმა მომხდარის შემდეგ დარეკა პოლიციაში, ეს უკანასკნელები როგორ მივიდნენ ადგილზე დაპირისპირების დროს?
ასევე საინტერესოა თავდასხმის ორგანიზატორის, ვასილ ჩიგოგიძის მარჯვენა ხელის, ლაშა გიორგაძის ჩვენებაც, სადაც ის თავდაპირველად ირწმუნება რომ თავად და მისი მეგობრები სცემეს ოპოზიციონერებმა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, თავად ის არჩილ სიხარულიძემ (ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციიდან) ცემა.
ამის დასამტკიცებლად ის მზადაა გაიხადოს და მოხდეს მისი ვიზუალური დათვალიერება, თავისი ტანსაცმელი კი მთლიანად გამოძიებას დაუტოვოს, ოღონდ ექსპერტიზის გარეშე.
მეგრელაძისა და ლაშა გიორგაძის ჩვენებები იხილეთ ქვემოთ:
მოდით მოკლედ, სულ ორი წინადადებით ვთქვათ, რა ხდებოდა ჩოხატაურის ბაზართან გასული წლის 3 სექტემბერს, რა უნდოდა იქ ოპოზიციას და რატომ დახვდნენ მათ ვასილ ჩიგოგიძის მომხრეები.
გასული წლის 3 სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე – ჩოხატაურის მუნიციპალურმა საკრებულომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩოხატაურის ცენტრალურ-ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკში – მოხდებოდა გარკვეული მიწის ნაკვეთის გაყიდვა და წინასწარი, არაოფიციალური ინფორმაციით, ამ მიწის ნაკვეთის მყიდველიც გარკვეული იყო – „თიბისი ბანკი“ – ამ ფინანსური გარიგების უკან კი, ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე იდგა.
ანუ სქემა იყო ასეთი, მიწას ე.წ. „პადსტავნოი“ პირით იყიდდა ჩიგოგიძე და შემდეგ მიაქირავებდა „თიბისი ბანკს“ ან რომელიმე სხვა ფინანსურ ინსტიტუტს.
ჩოხატაურისა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, გადაწყვიტეს დაეწყოთ საინფორმაციო კამპანია, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, რომ საზოგადოების ზეწოლით არ მომხდარიყო ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისება, რადგან მათივე თქმით, ეს თუ მოხდებოდა, ჩოხატაურის პარკი მნიშვნელოვნად დაკარგავდა თავის ფუნქციას.
ვინაიდან ჩოხატაურის ბაზარი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია და ის მხოლოდ კვირაობით იმართება, ოპოზიციამ გადაწყვიტა მორიგ კვირა დღეს, მისულიყო ბაზარში და ხალხისთვის ფლაერები-სადაც ახსნილი იყო მომხდარი ან მოსალოდნელის მათივე ვერსია-დაერიგებინათ.
ეს გეგმა ცნობილი გახდა ადგილობრივი ხელისუფლებისათვისაც, ასევე ადგილობრივი პოლიციისა და სუს-ისათვის და თავისთავად საქმის კურსში ჩააყენეს გურიის მაჟორიტარიც, ვასილ ჩიგოგიძე.
თუ გაავაანალიზებთ ავთანდილ მეგრელაძესთან მომხდარ ფაქტს- პირველ რიგში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩოხატაურის მერიის თანამშრომელი 112 ში ვერ დარეკავდა გარკვეული ინსტრუქციების გარეშე და 112 ში დარეკვა გეგმის ნაწილი იყო და რა იყო გეგმა?
თუ კარგად დავუკვურდებით თავდამსხმელთა ჩვენებებს, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველა შეცვლილია რამდენიმე დღის შემდეგ და მივდივართ დასკვნამდე რომ შეიცვალა თავდამსხმელთა გეგმებიც.
გეგემები კი იმ უტყუარმა ვიდეომტკიცებულებებმა შეცვალეს, რომლებიც უხვად დაგროვდა ადგილზე ჟურნალისტების ყოფნის შედეგად, რასაც თავდასხმის ორგანიზატორები, გარკვეული მიზეზების გამო, რომლის განხილვასაც აქ არ შევუდგებით, არ ელოდნენ.
თავდაპირველი გეგმა, კი დიდი ალბათობით ასეთი იყო – თავდამსხმელების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების პროვოცირება, სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩართვა, შემდეგ მათი ცემა და ამის ისე წარმოჩემა, თითქოს, თავდამსხმელები ოპოზიციონერები იყვნენ, ამისათვის = იქვე მერიის თანამშრომელი, მეგრელაძე იდგა, რომელსაც 112 ში უნდა დაერეკა – „გვიშველეთ გვცემენო“.
„ამ გეგმას რომ ლაშა გიორგაძე ან ძმანაშვილი ვერ განახორციელებდა ფაქტია, უბრალოდ ლაშა და ჯიმშერ გიორგაძეებიც, რამიშვილიც, ძმანაშვილიც და მეგრელაძეც ასრულებდნენ პოლიციისა და სუსის დავალებებს – ეს უკანასკნელები კი – პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის“ – აცხადებენ ოპოზიციაში.
მომხდარზე, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა, რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.