“ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, მიმდინარე თვის მიწურულს, კერძოდ, 31 აგვისტოს ელოდებიან.
როგორც “გურიის მოამბეს” არაოფიციალურად “ქართული ოცნებიდან” აცნობეს, მმართველი პარტია ოზურგეტსი მიტინგს გამართავს და ამომრჩევლებს შეხვდება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ქართული ოცნება” შემოდგომისათვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისათვის, წინასაარჩევნო კამპანიას ოზურგეთიდან იწყებს.
იმავე წყაროს ცნობით, აღნიშნულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაციას “ქართული ოცნების” ადგილობრივ ორგანიზაციაში არც ადასტურესბენ, თუმცა არც უარყოფენ.