“ჩვენ ხელისუფლებას ყალბი ნარატივი შემოაქვს, სამოქალაქო დაპირისპირებისთვის – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ამისთვის ყალბი ნარატივი შემოაქვთ.

როგორც ხუხაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, “ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სამოქალაქო ომის ზღვარზე აყენებდე ქვეყანას.“

”ომის დროს, გარე საფრთხის დროს საზოგადოების კონსოლიდაცია ხდება, საერთო მტრის წინააღმდეგ, ერთადერთი ომის სახეობაა, როცა საზოგადოების კონსოლიდაცია კი არა, პირიქით, გახლეჩვა ხდება, არის სამოქალაქო ომი.  ჩვენ ხელისუფლებას ყალბი ნარტივი შემოაქვს სამოქალაქო დაპირსპირებისთვის, სამოქალაქო ომის რისკის გაჩენის ხარჯზე, რამდენად უპასუხისმგებლო და ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სამოქალქო ომის ზღვარზე აყენებდე ქვეყანას, რაც ბევრად მეტი დამანგრეველია ვიდრე, გარედან“, – აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი მმართველი გუნდს მრჩეველებსაც უწუნებს და ამბობს, რომ ენმ-ს გასამართლების თემა ხალხს სასაცილოდაც აღარ ჰყოფნის.

”ვინც ურჩია, რომ ეს თემა შემოეტანათ, ის არის უაღრესად არაკვალიფიციური, აღარ არსებობს ადამიანი ქვეყანში, ამაზე არ გაეცინოს.

არის გარკვეული ჯგუფი, ფანატიკოსების, ისინი უსხედან და ბურღავენ, არ უნდა გავასამართლოთ? ჰგონიათ, რომ ამომრჩევლისთვის ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ რეალურ ამომრჩეველს ვეღარ იზიდავენ. ეს მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს, სრული აბსურდია. ერთადაერთი ლოგიკა ამაში არის ის, რომ “ოცნება“ ისტერიულად ცდილობს, რომ ორპოლუსიანობა დააბრუნოს ქართულ პოლიტიკაში. ამაზეა ყველაფერი აგებული. ომის და მშვიდობის თემას, უმატებენ მცდელობას, დააბრუნონ ამ სიმბიოზის დომინაცია, როცა ამომრჩეველს უნდა ჩაუტენონ თავში ან ნაცი, ან ქოცი- ამის დაბრუნება უნდათ, ტიტანიკის გაკეთება უნდათ “ნაცმოძრაობისგან“ და ყველა ოპოზიცურ სპექტრს ნაცს ეძახიან“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share