სახელმწიფოს ივანიშვილისგან წამოვიღებთ და მოქალაქეებს დავუბრუნებთ – მელია

”სექტემბრიდან საქართველოში ძალიან ძლიერი მუხტი იქნება. ყველა, დიდიან-პატარიანად არჩევნებზე მივა და არ დარჩება არცერთი ადამიანი, ვინც საარჩევნო დღეს სახლში ყოფნას გადაწყვეტს. სახელმწიფოს ივანიშვილისგან წამოვიღებთ და მოქალაქეებს დავუბრუნებთ – და ყველაზე მთავარი ამის შემდეგ დაიწყება. ქვეყანაში უსამართლობას, ქაოსს, უწესრიგობას, სოციალური პოლიტიკის არ არსებობას, საგარეო პოლიტიკური კურსის ღალატსა და ადამიანების აბუჩად აგდებას წერტილი დაესმევა.”

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share