ფონ დერ ლაიენი უკრაინას: თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა

”ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება, რადგან უკრაინა ევროპაა.

თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა.

ახლა კი თქვენ ევროკავშირისკენ დაუჯერებელი სიჩქარით მოძრაობთ.

თქვენთან პირველი დღიდან ვდგავართ და ასე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება.

დიდება უკრაინას!”-

ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share