32 000 აბიტურიენტი დღეს დილიდან სტუდენტობას ზეიმობს, თუმცა მათ ნაწილს დღეს დილიდან ახალი თავსატეხი აქვს. რამდენიმე დღეში სწავლა იწყება, თუმცა სტუდენტებს ღამის გასათევი ადგილიც კი არ აქვთ, ქალაქის გარეუბანშიც კი ბინების ფასი 70 % ით გაიზარდა. მეპატრონეები წინასწარ, რამდენიმე თვის ქირას ითხოვენ.
სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ქაოტურად, რუსი ტურისტების შემოსვლა დაიწყო. ბინის მეპატრონეები პრივილეგიას სწორედ მათ ანიჭებენ, რადგანაც გაზრდილი თანხის დოლარში გადახდა, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
სტუდენტების პროტესტმა გაზაფხულზე სწორედ ბინის გაზრდილი ღირებულების გამო იფეთქა, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად ეს პრობლემა ისევ მოუგვარებელი დარჩა. სტუდენტების თქმით, თუ მოვლენების მსგავსი განვითარება გაგრძელდა, მათ ერთადერთი გამოსავალი – აკადემიურია.
ტვ პირველი