ალბოვის მოგზაურობა გურიის მთებში

ალბოვის მოგზაურობა გურიის მთებში
.
დავიწყებ გურიით საითკენაც იყო მიმართული ჩემი პირველი ექსკურსია მაისის თვის ბოლოს. გაცნობებთ, რომ გურიაში მოვაწყვე რამდენიმე ექსკურსია მთების ქვედა ზონაში, ამის გარდა მოვიარე აჭარა-იმერეთის ქედი, სადაც სხვათაშორის მოვინახულე სახელგანთქმული ბახმარო-გრძელიგორის საძოვრები. – გურიის მცენარეულობა ძალიან ჰგავს აფხაზეთისას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი უფრო მეტად ფუფმფულა და აყვავებულია. აფხაზეთში არსად არ მინახავს ასეთი კოლოსალური ზომების წყავები (წყავმაზა) და როდოდენდრონები. როდოდენდრონს აქ თითქმის ხის ფორმა აქვს მიღებული იგი სიმაღლეში აღწევს 2 საჟენს, ხოლო წყავის (წყავმაზა) ზომის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ჩემს მიერ ბახმაროს გზაზე აღწერილი ეგზემპლარით, რომლის სისქე გახლდათ 3-4 არშინი, ხოლო სიმაღლეში იყო 2,5 – 3 საჟენი;
საერთოდ გურიაში კლიმატი უფრო თბილი და ტენიანია. ეს სხვათაშორის გამოიხატება ტყეებში რამდენიმე მარადმწვანე ფორმის არსებობით, რომელსაც უფრო ჩრდილოეთი მდებარე აფხაზეთში ვერსად ვერ შეხვდებით, კერძოდ საუბარია ორი სახეობის Philyrea-ზე (წყავმაზა) Philyrea media და Philyrea medwedewi (Philyrea vilmoriniana). რაც შეეხება ტყეების შემადგენლობას, იგი არაფრით არ განხვავებდება აფხაზეთის ტყეებისაგან. ქვემოზონაში გაბატონებულია შერეული ფოთლოვანი ტყე, რომელიც შედგება რამდენიმე ათეული ჯიშის ხის ჯიშისაგან, რომელთგან ძნელია გამოყო თუ, რომელი მათგანი ჭარბობს. – მუხის, რცხილის, წიფელის, თხმელის, ნეკერჩხალის და ა.შ. ჯიშის ხეები ქმინიან ერთმანეთზე ხვიარა ლიანებით გადაბმული ხეების გაუვალ კორომებს, ძირითადად ეს ხვიარა მცენარეები გახლავთ – ღვედკეცი Periploca graeca, ეკალა Smilax excelsa, სურო (Hedera helix), კოლხური სურო (Hedera colchica), კატაბარდა (Clematis vitalba), აქვე უხვად არის ისეთი კენკროვანი ბუჩქები როგორებიცაა – Jlex, თაგვისარა Ruskus, მაყვალი Rubus fruticosus.
უფრო მაღლა 2000-2500 ფუტზე იწყება მეტნაკლებად სუფთა წიფლის ტყეები, რომელშიც შერეულია წაბლის ხეები, მათ ქვემოთ კი მოფენილია პონტოს რედოდენდრონი, აზალეა, წყავი და კავკასიური მოცვი. ხოლო უფრო ზემოთ 4000 ფუტზე იწყება ნაძვისა და სოჭის შერეული ტყეები, რომელშიც შერეულია წიფელი და ნეკერჩხალი.
გარკვეული დროის შემდეგ ივლისის დასაწყისში მე ისევ დავბრუნდი გურიაში, ამჯერად მე შევისწავლე მთები, რომელიც მდებარეობს გურიისა და კინტირშის საზღვარზე. გურიაში შევედი კინტირშის ხეობიდან და დავათვალიერე ხინო – სარბიელის მთების საძოვრები (მწვერვალები სიმაღლით 8522 და 7938 ფუტი), აქედან ქვემოთ დავეშვი მდინარე ბჟუჟის სათავიდან და გოგიეთის ხეობით ჩავედი ოზურგეთში.
ხინო – სარბიელის საძოვრები არაფრით არ განსხვავდება ბახმარო – გრძელიგორის საძოვრებისაგან, თუ არა ჩავთვლით აქ არსებულ საინტერესო ისლის ნაირსახეობას, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთით მდებარე ლაზისტანისათვის – Carex Lazika. ეს სახეობა ასევე ნანახი მაქვს აფხაზეთის ცნობილ ტყეებში. – ვეშვებოდი რა გოგიეთის ხეობის უღრან ტყეებში, მდინარე ბჟუჟისა და მის მარჯვენა შენაკადს შორის 2150 მეტრზე (7054) აღმოვაჩინე არყის ხის (Betula Medwedewi) საკმაოდ ვრცელი კორომი. ამ სახეობის ხეებთან ერთად ცირცელი, Viburnum Lantana, Sorbus Aria და სხვები წარმოადგენენ სატყო საზღვარს. ასევე ამავე სასაზღვრო მიჯნის შემადგენელი ნაწილია პონტოური მუხები (Quersus Pontica). მუხის ეს საინტერესო ჯიში, რომელსაც აქვს წაბლისებრთა მსგავსი ფოთოლი, პირველად აღმოაჩნა კოხმა თურქეთის ლაზისტანში. ამის შემდგ 1889 წელს იგივე ჯიში მე აღმოვაჩინე აფხაზეთშიც, ხოლო 1890 წელს აღმოაჩინა კრასნოვმა აფხაზეთისა და სვანეთის საზღვარზე (სამურზაყანოში).
აი ესაა ყველაფერი რაც შემიძლია წინამდებარე სტატიის საშუალებით ამჯერად მოგახსენოთ გურიის ფლორის შესახებ.
.
P.S. რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების 1894 გამოცემაში დაბეჭდილია ნიკოლოზ ალბოვის ბოტანიკურ-გეოგრაფიული კველევები დასავლეთ ამიერკავკასიაში 1893 წელს (იურიული კირქვის ფლორის დაკვირვებები). ნაშრომიდან ამოღებული და თარგმნილია მხოლოდ გურიასთან დაკავშირებული კვლევები შემოკლებით.
.
ნიკოლოზ ალბოვი გახლავთ ცნობილი რუსი მოგზაური, ბოტანიკოსი და გეორგაფი, მას გამოკვლეული აქვს კავკასის, არგენტინის და ცეცხლოვანი მიწის გეოგრაფიული და ბოატანიკური ღიშესანიშნაობები. იგი საკმაოდ დიდხანს მუშაობდა აფხაზეთში, სადაც მის სახელს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი კვლევა და წამოწყება უკავშირდება.
.
ფოტოზე – ნიკოლოზ ალბოვი მეგზურებთან ერთად
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share