ხალხში დაღლილობა ძალიან გაზრდილია, ცვლილებების მოლოდინში არიან – გახარია

”რეგიონებში ბევრგან ვიყავით. ელექტორალური განწყობები ამ და წინა არჩევნებს შორის ძალიან განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილობა არის ძალიან გაზრდილი, ოცნების უბრალოდ აღარ სჯერათ.

ოცნების ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი ადამიანების თვალში ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა. ეს ყველაფერი აიძულებს ოცნებას, რომ ნეგატიური საარჩევნო კამპანია აწარმოოს, რასაც აკეთებს.

ადამიანები ხედავენ, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია და ამ ცვლილებების მოლოდინში არიან” –

ამბობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share