რუსებმა, კურსკში, ააფეთქეს შენობა, სადაც ქართველმა მეომრებმა რუს ოკუპანტებს წარწერები დაუტოვეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში მდებარე ყინულის სასახლის შენობაზე ქართული წარწერები, მათ შორის, “ბახვა”, 14 აგვისტოს დატოვეს. ამ გზით მათ პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ბახვა ჩიქობავას.