ქობულეთი და ბათუმი ოსმალეთის იმპერიაში
.
„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, იგი მაინც ყოველთვის რჩებოდა ამავე იმპერიისგან თითქმის დამოუკიდებელ ნაწილად, რადგანაც მმართველად ყავდა ადგილობრივი გუბერნატორი. „ლაზიკა და გურიის ნაწილი თითქმის სრულიად დამოუკიდებელია“ ამბობს გეოგრაფი A. Balvi, რომლის ცნობით „ამ ქვეყნის შემადგენელი ნაწილი ბათუმიც დამოუკიდებელია“.
.
რუსეთ-თურქეთის ომების ისტორიიდან გამომდინარე ლაზიკისა და ბათუმის შემოგარენის დამოუკიდებლობის შესახებ სხვა წყაროებიც გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი წყაროს მიხედვით ლაზიკა, მხოლოდ ოფიციალურად ითვლებოდა თურქულ მიწად, რეალურად კი მისი მოსახლეობა 1846 წლამდე თურქეთისგან სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ხსენებულ წელს მათ წინააღმდეგ განხორციელდა ხალილ-რიფათ-ფაშის ლაშქრობა, რომელიც შევიდა რა მათ ქვეყანაში აიძულა ისინი ეღირებინათ სულთნის უმაღლესი ძალაუფლება. მაგრამ გავიდა თუ არა თურქების ჯარი ქვეყნიდან, მთიელებმა თავიანთ მეთაურებთან ერთად ისევ ძველებურად დაიწყეს ცხოვრება.“
.
A. Balvi – Географія 1839 г.
И. И. Кальфоглу – Древнѣйтя извѣстія о Батумѣ. 1905 г.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა