უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა ვლადიმერ პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს, რადგან მას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულება დიპლომატიური გზით არ სურს.
“პუტინთან არა მხოლოდ კომპრომისებს, არამედ დღეს დიალოგსაც არ აქვს აზრი, რადგან მას ომის დიპლომატიური გზით დასრულება არ სურს. ის თითქოს მზად არის დიპლომატიისთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ტერიტორიის 30% უნდა დავუთმოთ. ვფიქრობ, რომ მასთან ამ თამაშში ვერ შევალთ”, – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.