”ხელისუფლება და მისი შექმნილი ოლიგარქიული, ვითომ ოპოზიციური ჯგუფები და მათი ტელევიზიები საყოველთაო ბლოკადაში გვამყოფებენ და ჩვენ გაშუქებაზე უარს ამბობენ. ახლა რეიტინგების გაყალბება დაიწყეს და ყალბ გამოკითხვებს აქვეყნებენ, რომლებიც, ძირითადად, ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული და ბოღმას გამოხატავს იმის გამო, რომ ხალხს ლეიბორისტული პარტია უყვარს, მისი ეიმედება და მხარს უჭერს.
ამის გამო, ჩვენ კვლევით კომპანიებს: GORBI-სა და Edison Research-ს სასამართლოში ვუჩივლეთ. მათ სწორედ იქ მოუწევთ დოკუმენტაციის წარმოდგენა, ჩვენი ქვეყნის ისტორიას რის საფუძველზე აყალბებენ. ”