”ყველას კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა საქართველოში პროცესები, როდესაც 2003 წელს, “ენჯეოების” მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს.
ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დანაშაულები იყო ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების დროებით დაკარგვა.
სამწუხაროდ, ამ დანაშაულებზე დღემდე არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმ გარე ძალებს, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება უცხოურ აგენტურას ჩააბარეს.”