„ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საღად მოაზროვნეა, იმავე პოზიციაზე იქნება, რომელზეც ვდგავართ ყველა აქ მყოფი ადამიანი.
არჩევანის გაკეთება ყოველთვის მნიშვნელოვანია და ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ არ მივალ და არ შემოვხაზავ, ჩემი ხმით არ გადაწყდება, ეს არასწორია. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა ადამიანის ხმა მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ წელს განსაკუთრებულად იაქტიურონ და რა თქმა უნდა, ნათელი მომავლისკენ გააკეთონ არჩევანი“, – განაცხადა ”ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, სალომე გოგიაშვილმა.