“სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს” – სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დასავლეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს. დევიდ კრამერი ფიქრობს, რომ ამერიკამ და მასთან ერთად ევროკავშირმა შეზღუდვების ქვეშ პერსონალურად ქართველი ოლიგარქი უნდა მოაქციოს. და არა მხოლოდ ის. ყველამ, ვინც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა და ქვეყნის დემოკრატიის ნგრევაში წვლილი შეიტანა, მძიმე პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს – ამბობს შტატების მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი.
უნდა იყოს მიზნობრივი სანქციები – ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ სხვა გზა ოლიგარქის ხელისუფლების გამოფხიზლებისთვის არ არსებობს. ოღონდ სანქციები უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისთვის და არა ქართველი ხალხისთვის. თუ “ოცნება” უკან არ დაიხევს, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნება. ამიტომ, დასავლეთი მუშაობს გეგმაზე, რომლის სამიზნეც იქნებიან “ოცნების” ლიდერები და ის ადამიანები, ვინც რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებათ.”