საპატიო სტუმრის ცარიელი სავარძელი – მიხეილ სააკაშვილის გზავნილი და ნიკა მელიას მიმართვა ევროპას

პოლიტიკური გზავნილი უმსხვილესი ევროპული პარტიისგან – სახალხო პარტიის კონგრესზე ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ და მკაფიოდ აჩვენეს რას ნიშნავს ევროპული მისწრაფებები და ვის ირჩევს პარტნიორად ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა.

სიმბოლურად, მიხეილ სააკაშვილის ცარიელი სავარძელი და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართვა ევროპელებისადმი – როტერდამში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ელოდნენ, თუმცა ყველა აცნობიერებდა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არ გაათავისუფლებდა პოლიტპატიმარს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თავად ევროპელმა პოლიტიკოსებმა წაიკითხეს.

ტრიბუნიდან მიმართა ევროპელებს ნიკა მელიამ, რომელმაც თავის მკაფიო და აქცენტირებულ მიმართვაში კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებები.

ევროპის სახალხო პარტიის 27-ე ყრილობა როტერდამში გრძელდება. ყრილობაზე დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. დონალდ ტუსკმა კი ყველაზე დიდი ევროპული პარტიის პრეზიდენტის რანგში, ბოლო სიტყვით გამოსვლა მიხეილ სააკაშვილის წერილის წაკითხვით დაასრულა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share