2024 წლის აგვისტოს თვის განმავლობაში „ასოციაცია ჩაის გზის“ წევრმა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტებმა 1050 სტუმარს უმასპინძლეს, საიდანაც 75% უცხოელი მოგზაური იყო. ინფორმაცია გურიაში არსებული ობიექტების შესახებ მოგზაურებმა მიიღეს ძირითადად სოციალური ქსელებიდან და ობიექტებზე უკვე ნამყოფი მოგზაურებისგან. გაზაფხული – ზაფხულის განმავლობაში, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, ტურისტების რაოდენობამ აღნიშნულ ობიექტებზე შეადგინა 3250, ტრაც 15%-ით მეტია 2023 წლის ამავე პერიოდში გურიაში სტუმრად მყოფ ვიზიტორზე.
ასოციაცია ჩაის გზის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს გურული ჩაის გაძლიერების პროგრამასა და მის პოპულარიზაციაზე. სწორედ, ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუმარ-მასპინძლობის პროექტი, რომლის ამოცანაა გურიაში ტურიზმის ხელშეწყობა, რომლის ძირითადი თემა გურული ჩაი, მისი მოყვანა, მოვლა და ჩაის დამზადების ტრადიციის გაზიარებაა. სხვა რეგიონებისგან განსხვავებული ასეთი ტიპის გამოცდილების შეთავაზება უფრო მიმზიდველს და უნიკალურს ხდის გურიას მოგზაურებისთვის. პროექტი ხელს უწყობს, როგორც გურული ჩაის ბრენდის ცნობადობის ამაღლებას, ასევე ამ საქმიანობაში ჩართული ოჯახების გაძლიერებას.
„მახარებს „ასოციაცია ჩაის გზის“ თითოეული წარმატება, რადგან მიმაჩნია, რომ ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საწინდარია. ასოციაციაში სამი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა. იქნება ეს სემინარები, ტრენინგები, ვიზიტები სხვადასხვა რეგიონში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამოფენა-გაყიდვები. წელს მუსიკოსთა პარკში ტრადიციულ გამოფენა – გაყიდვაზე წარმოდგენილი კომპანიების უმრავლესობა ასოციაციის წევრები არიან. მახარებს ის ფაქტი, რომ ამ კომპანიების განვითარებისა და სხვა სიმაღლეებზე ასვლის მომსწრე ვხდებით ჩვენ ყველა. წარმატებებს ვუსურვებ გურულ ჩაის და ყველა იმ მეწარმეს, ვინც ზრუნავს ქართული წარმოების განვიტარებაზე “- აცხადებს დავით კობერიძე, კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, სოციალური საკითხებისა და მმართველობის მენეჯერი.
„ასოციაცია ჩაის გზის“ ორგანიზებით შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტრადიციული ქართული ჩაის ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 60 -ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მწარმოებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: გურუა, სამეგრელო, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი. ასევე, მონაწილოებას 30-მდე ჩაის მწარმოებელიც იღებდა. მონაწილეებს შორის იყვნენ „ასოციაცია ჩაის გზის“ წევრები, რომლებმაც ფესტივალის ვიზიტორების წინაშე წარადგინეს ნატურალური პროდუქტები: ჩაი, თაფლი, ღვინო, ჩურჩხელა, მშრალი ხილი. ფესტივალი ინტერაქციულ ხასიატს ატარებდა, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ჩაის დამზადების მასტერკლასში, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ჩატარდა სხვადასხვა გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. ფესტივალს ბევრი ტურისტი დაესწრო. ოფიციალური პირებიდან გმოფენა-გაყიდვას სტუმრობდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მისი მოადგილე ზაზა შოშიტაიშვი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
„ასოციაცია ჩაის გზის“ მხარდამჭერები არიან ბახვი ჰესი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების უზრუნველყოფის პროგრამა.