ამ წუთებში:
გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიებში, საუბნო საარჩევნო კომისიებში 8-8 წევრის დანიშვნა ჩავარდა.
როგორც ოზურგეთის, ასევე ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო კომისიებში “ქართულმა ოცნებამ” საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები ცდილობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებშო კომისიის წევრები დაენიშნათ,
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ყველა საარჩევნო უბანში (დაახლოებით სამასი უბანი-თითოეულ უბანში 8 წევრი ინიშნებოდა) საოლქო კომისიების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ხელისუფლებისა და სუსის მიერ იყო შერჩეული და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ.
“ყველა დამოუკიდებელ კანდიდატს სუსის ჩარევით ხელისუფლებამ არ მისცა შესაძლებლობა გამხდარიყო საუბნო კომისიის წევრი, ნაცვლად ნეიტრალური პირებისა “ქართული ოცნება” ცდილობს უბნებში სუსისა და პროკურატურის მიერ შერჩეული საკუთარი მხარდამჭერები დანიშნოს” აცხადებს ოპოზიციის ერთ ერთი, ლიდერი, დავით მჟავანაძე-“გურიის მოამბესთან” საუბარში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ “ქართული ოცნების” პირობებში პირველად მოხდა, როცა საოლქო კომისიამ “ქართული ოცნების” ზეწოლის მიუხედავად ასეთი საკითხი ჩააგდო.
თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ საკითხს დღესვე მიუბრუნდება და ეცდება კენჭისყრის კვლავ ჩატარებას და პრობლემის უბრალო უმრავლესობის გზით გატანით გადაწყვეტას.