,,ქართული ოცნების” რუხი კარდინალი დაბრუნდა- ევროპაში რამდენიმე თვიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ ხელისუფლებამ ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოში დააბრუნა.
ტვ პირველის ინფორმაციით, ნაცვლიშვილი ერთ-ერთ უწყებაში მრჩევლის პოსტზე დანიშნეს და ანაზღაურება მინიმუმ 7 ათასი ლარი ექნება.
ლაშა ნაცვლიშვილი 2012 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 2012-2013წწ. კი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.
იყო “ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.