მედიკამენტი, რომელზეც მძიმე კოვიდპაციენტების სიცოცხლეა დამოკიდებული, იწურება

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციის გასაიდუმლოებას ცდილობს, “მთავარისთვის” ცნობილი გახდა, რომ კლინიკებში კრიტიკული დეფიციტია შექმნილი.

დაზუსტებით არ არის ცნობილი, ტოცილიზუმაბის რა რაოდენობას ფლობს სახელმწიფო და არც ის, შეივსო თუ არა მარაგი. ჯანდაცვის სამინისტრო დუმს.

კლინიკებში კი ამ დრომდე რჩება ასეულობით მძიმე პაციენტი, ვისთვისაც გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ტოცილიზუმაბია, რომელიც არც კლინიკებში და არც შავ ბაზარზე მოიპოვება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share