“ყველანი პასუხისმგებლები ვართ იმაზე, თუ რას ჩავდებთ ამ ველში” – მოქშა ფეიქარი

დიდი გადმოსახედიდან საკითხავია, თუ რატომ ხდება საერთოდ ამდენი დრამატულობა დღეს საქართველოში? ნუთუ მხოლოდ ასე დესტრუქციულად შევიგრძნობთ იმას, რომ ცოცხლები ვართ? რატომ არის დღეს მთელი ერის პოტენციური ენერგია ასე არასწორად მიმართული?

ცალკე აღებული ამაზე არავინ არ არის ბოლომდე პასუხისმგებელი… ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლები. პირველ რიგში იმითი, რომ ყველა ჩვენთაგანის ფიქრები, აზრები და შესაბამისად ემოციებიც უმეტესწილად არასწორად არის მიმართული…

უბრალოდ ავდგეთ და გულწრგფელად დავაკვირდეთ: რამდენი დესტრუქციული აზრი მოგვდის სათითაოდ დღის განმავლობაში და რამდენი კონსტრუქტიული? ყველა ჩვენთაგანის ფიქრების უმეტესობა კონსტრუქციული რომ იყოს, დღეს ასეთი საერთო ვითარება არ იქნებოდა. ეს შეუძლებელი იქნებოდა!

შეიძლება მე მომდიოდეს რაიმე მოძალადობრივი აზრი, მაგრამ ამას არ გავყვე, სამაგიეროდ ამ აზრს შეიძლება ვინმე ემოციურად ჩემზე სუსტი მეზობელი აყვეს და ის ჩაიდენს იმას, რასაც მე მხოლოდ ჩემს გონებაში ვფიქრობ, მაგრამ ამის გაკეთების უნარი არა მაქვს, რადგან უბრალოდ ამაზე პასუხისმგებლობის მეშინია…

დღეს უკვე მეცნიერულადაც იხსნება ის ფაქტი, რომ გარკვეული მორფოგენეტიკული კოლექტიური მეხსიერების ველი არსებობს, რომლითაც ჩვენ ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. აზრებით, წარმოდგენებით და ემოციებით, ყველას ჩვენი ინდივიდუალურ წვლილი შეგვაქვს ამ საერთო მენტალურ ველში. ამიტომ, ყველანი პასუხისმგებლები ვართ იმაზე, თუ რას ჩავდებთ ამ ველში, რადგან შედეგადაც ქვეყანაში ის ხდება, რაც სახეზეა…

დღევანდელი სიტუაცია არის ჩვენი საერთო მენტალური მდგომარეობის რეფლექცია და სარკე…

ამიტომ, კარგი იქნება როგორმე ყველამ სათითაოდ რომ შევეცადოთ, ჩვენი ყოველდღიური ყოფითი მოვალეობების და ვალდებულებების გარდა, დღის განმავლობაში უფრო მეტი ცნობიერი დამოკიდებულება რომ შევიტანოთ ჩვენს ამ ინტერნალიზირებულ მექანიკურობაშიც. რადგან სწორედ ამ მექანიკურობაში არის დაფარული დესტრუქციულობის უდიდესი პოტენცია და საფრთხე…

ძირითადად სწორედაც ეს „მექანიკური ყოფნა” არის ყველა ჩვენი უბედურების მთავარი, არსებითი გენერატორი…

Moksha Peikari

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share