პუტინის წარუმატებლობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია – MI6-ისა და CIA-ის ერთობლივი განცხადება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელებმა, რიჩარდ მურმა და უილიამ ბერნსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე კონფლიქტებმა, ცივი ომის შემდეგ, მსოფლიო წესრიგი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დააყენა.

მათი თქმით, ამ რისკთან ბრძოლა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობის საფუძველია – საფრთხის ერთ-ერთი უპრეცედენტო ნაწილი, რომელსაც ორივე ქვეყანა აწყდება, უკრაინაში დაწყებული ომია.

“კურსის შენარჩუნება იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება.  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წარუმატებლობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებმა ერთობლივი პუბლიკაცია გაავრცელეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share