“მეტი დახმარება უნდა გავუწიოთ იმ ობიექტებსა და ადამიანებს, რომლებიც არიან თავდასხმის ქვეშ, როგორც ეს ხდება მაგალითად საქართველოში”, – ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსული კანონის მიუხედავად საქართველო წინ წაიწევს. სენატორმა ამ მიმართულებით თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გარანტია არიან. ნამდვილად ძალიან გვაწუხებს ის, რომ სულ გვესმის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების შესახებ.
მე ვუერთდები გამოთქმულ აზრს, რომ მეტი დახმარება უნდა გავუწიოთ ამ ობიექტებსა და ადამიანებს, რომლებიც არიან თავდასხმის ქვეშ, როგორც ეს ხდება მაგალითად საქართველოში.
იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ამ [რუსული] კანონისა, შევძლებთ, რომ საქართველომ წინ წაიწიოს. მნიშვნელოვანია დაარწმუნოთ ადამიანები, რომ თავისუფალი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ არჩევნები არის გადამწყვეტი საკითხი არამხოლოდ საქართველოში და მოლდოვაში, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტორიტარული რეჟიმები არ ხარობდნენ ამის გაკეთებით”, – განაცხადა სენატორმა კუნსმა .