“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” დამარცხებას უანონსებს – როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “საჯარო პოლიტიკის” ეთერში აცხადებს, ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ივანიშვილის გუნდს ამომრჩევლების რაოდენობით უსწრებს.
ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილი მმართველ პარტიას “ანტიქართულ მაფიოზურ დაჯგუფებად” მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ “ოცნებამ” საქართველო კრიზისში შეიყვანა და იზოლაციაში მოაქცია.
”ჩვენ არჩევნებში გამარჯვებას ვაპირებთ და როგორც საარჩევნო მათემატიკა გვიჩვენებს ძირითადი პარტიები და, პირველ რიგში, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, ჯამურად, მნიშვნელოვნად ვუსწრებთ “ქართულ ოცნებას” და “ოცნება” ამ არჩევებში მარცხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საყოველთაო მობილიზაცია, რომ ქართველმა ხალხმა თავისი გამარჯვება დააფიქსიროს 26 ოქტომბერს. გვჭირდება, რომ უზარმაზარი კრიზისიდან და იზოლაციიდან გამოვიდეთ, სადაც ანტიქართულმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ, “ოცნებამ” შეგვიყვანა”, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.