ბოლო 2 თვეში, 9 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობიდან 8 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ადასტურებს.
2024 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, “ოცნებას” 8 246 460 ლარი შესწირეს. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ოცნებას“ 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხა.
მეორე ადგილზეა „ლელო საქართველოსთვის“ – პარტიამ 2 ივლისიდან 4 სექტემბრის პერიოდში, 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო;
1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში 164 455 ლარი შესწირეს ენმ-ს;
„საქართველოსთვის“ – 1 ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით – 118 971 ლარი შესწირეს.
საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ 3 ათასი ლარი აქვს მიღებული
2024 წლის მითითებულ პერიოდში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.