ჟურნალისტი ვახო სანაია:
ივანიშვილი იმდენად განწირულია ამ არჩევნებზე, უბნებიდან დამკვირვებლების ჩამოშორებაზე გადავიდა. ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს, მაგრამ ვერც ვინმე რაჟდენ კუპრაშვილითა და ვერც მურუსუძის სასამართლოთი ვერ გააჩერებენ სამოქალაქო სექტორსა და, რაც მთავარია, ხალხს. არ დარჩება არც ერთი უბანი დამკვირვებლების გარეშე. ორგანიზაციები დარაზმული არიან.ზედა წინადადებაში მთავარია ისაა, რომ ივანიშვილი განწირულია. ყველა მისი გაფართხალება მტკიცებულებაა მისი შიშის. რაც არ უნდა იფაფხუროს, ხალხი აჩვენებს მაგას, როგორც უნდა არჩევნებზე მის წინააღმდეგ მართლა ქუდზე კაცის გასვლა, ხმის მიცემა, დაკვირვებაც, ამ არჩევნების დაცვაც და მისი სამუდამოდ მოშორება ძალაუფლებიდან.