კურორტ ბახმაროში, დღეს, ერთ ერთმა კომპანიამ, კურორტის ცენტრში, ბავშვთა გასართობი ცენტრის (“კარუსელები”) დემონტაჟი მოახდინა და ადგილზე გადამცემი ანძის მშენებლობა დაიწყო.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” კურორტიდან დამსვენებლებმა აცნობეს.
“არც პოლიციაა, არც არავინ ხელისუფლებიდან, მოვიდნენ, ამოთხარეს “კარუსელები” და დაიწყეს ანძის მშენებლობა, ვაპროტესტებთ, ვის არ ვურეკავთ, მაგრამ არც არაფერი, ხელისუფლება ტელეფონებზე არ გვპასუხობს, მუშები გვეუბნებიან ჩვენთან რა გინდათ მთავრობამ გამიგვიშვაო, იქნებ ჟურნალისტებმა გვიშველოთ რაიმე, მთელი მოსახლეობა წინააღმდეგია, აქ ბავშვთა გასართობი ცენტრი იყო, ამოთხარეს და ანძას ვაშენებთო იძახიან, ასე როგორ შეიძლება, ძალიან ცოტა ხალხი ვართ დარჩენილი კურორტზე და დაგჩაგრეს”
გვირელავენ და გვეუბნებიან ბახმაროდან.
ჩვენ თავის მხრივ ინფორმაციის გადამოწმება გურიის სამხარეო ასმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა იქ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხეს.