ჩოხატაურის ბახმაროს გამგებლის თანამდებობაზე მყოფი რომან კალანდაძის კარიერა იმ მაღალჩინოსნების ინტერესებს შეეწირა, რომლებიც კურორტზე უკანონო მშენებლობებს მფარველობენ.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ჩოხატაურის მერის, დავით სარაშიძის გადაწყვეტილებით, მისი წარმომადგენელი ბახმაროს ტერიტორიულ ერთეულში, რომან კალანდაძე, თანამდებობიდან მიმდინარე კვირის დასაწყისში გაანთავისუფლეს.
თავად კალანდაძე, “გურიის მოამბესთან” განთავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს, ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს.
თუმცა ჩოხატაურის მერიაში, კონფიდენციალურად აცხადებენ, რომ ჩოხატაურის ბახმაროს გამგებლის თანამდებობაზე მყოფი რომან კალანდაძის კარიერა იმ მაღალჩინოსნების ინტერესებს შეეწირა, რომლებიც კურორტზე უკანონო მშენებლობებს მფარველობენ.
წყაროს ინფორმაციით, საქმე არა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხება, არამედ ოზურგეთსა და თბილისში მოქმედ დიდი თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებს, ასევე სასულიერო პირებს.
როგორც წყარო გვიმტკიცებს კურორტ ბახმაროზე უკანონო მშენებლობების, ტყეების გაჩეხვის, მიწების უკანონოდ მითვისების უკან, სწორედ ცენტრალური ხელისუფლების, პოლიციის, პროკურატურისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დგანან.
“და დავრჩი… მარტო ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული”