ავარია ურეკში – პოლიციის მაღალჩინოსანი გოგონას დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ურეკში, ცენტრალურ მაგისტრალზე დღეს მოხდა.

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ავტომანქანას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი მართავდა. ურეკის პოლიციაში ჩვენს შეკითხვებს არ პასუხობენ და აცხადებენ , რომ მომხდართან დაკავშირებით არაფერი იციან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ურეკის პოლიციის შენობის წინ მოხდა, კონკრეტულად კი შენობიდან 15 მეტრში.

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საპატრულო ეკიპაჟისა და ურეკის პოლიციის წარმომადგენლები დაგვხვდნენ, თუმცა მათ  ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 18 წლის ანი ფუტკარაძე, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ჯერ ფოთში, მოგვიანებით კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share