“ბიძინა ივანიშვილი გეორგიევსკის ახალ ტრაქტატს წერს” – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ “საჯარო პოლიტიკის” ეთერში გააკეთა.
გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები, თუ მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, “ოსი და-ძმებისთვის” ბოდიშის მოხდის დაანონსება, გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის შემადგენელი ნაწილია.
”რასაც ბიძინა ივანიშვილი დღეს აკეთებს, ის წერს ახალ ტრაქტატს. ყოველი მისი გამოსვლა, რუსული კანონი, ამ ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის შემადგენელი ნაწილია. ბოდიშის მოხდა რუსების და ოსების მიმართ, ეს ამ გეორგიევსკის ტრაქტატის შემადგენელი ნაწილია. ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, ეს არის კონკრეტული ადამიანის ყოფილი პრეზიდენტის მსხვერპლშეწირვა, მეტი არაფერი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.