გაზაფხულზე, რუსულ კანონთან დაკავშირებით, ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც ამ ხელისუფლებამ გადაკვეთა, რის შემდეგაც, საქართველოს მოსახლეობა მათ შინაგანად დაემშვიდობა, ეს არის ჩვენი ბავშვების ცემა“, ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
დოლიძის თქმით, სწორედ გაზაფხულის აქციების შემდეგ, “ხალხში პატიების და ხრიკების რესურსი ამოიწურა.“
”გაზაფხულზე, რუსულ კანონთან დაკავშირებით, ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც ამ ხელისუფლებამ გადაკვეთა, რის შემდეგაც, საქართველოს მოსახლეობა მათ შინაგანად დაემშვიდობა, ეს არის ჩვენი ბავშვების ცემა. რა კადრებსაც მე ვუყურებ, ყველა ასეთი ისტორიული შემთხვევა დარჩა საქართველოს მეხსიერებაში და დარჩება. არამგონია, რომ ვინმემ, ის, რაც გააკეთეს მათ გაზაფხულზე – ჩვენი მშვიდობიანი, უდანაშაულო GEN – Z, 18-19 წლის ბიჭებისა და გოგოების ცემა, დაპატიმრება. ახლახანს გაათავისუფლა პრეზიდენტმა შანიძე, რამდენიმე კიდე პატიმრობაშია, ეს არის უკვე რუსული საქმე, რაც მოხდა 9 აპრილს.
რა იყო 9 აპრილი? საკუთარი შვილების დასჯა. ამის შემდეგ, ეს რესურსი – პატიება, უფროსწორად, ხრიკები, რადგან პატიება არის ის , როდესაც ადამიანი ნამდვილად მოქმედებს. ამიტომ, ეს ხრიკების რესურსი ამოწურულია“, – განაცხადა დოლიძემ.