“შვილი ცოცხალი გავუშვი და უკან მკვდარს მიბრუნებენ!” – მარნეულის სამხედრო ბაზაზე სროლას ახალწვეული ემსხვერპლა!

ჯარისკაცის მკვლელობა სამხედრო ბაზაზე. მთავარი არხისთვის ცნობილი ხდება, რომ მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ერთ-ერთი ახალწვეული გარდაიცვალა.

რა გახდა ავტომატური იარაღიდან გასროლის მიზეზი გაურკვეველია – არ არის გამორიცხული უბედური შემთხვევა გაუფრთხილებლობით მომხდარიყო. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა – გარდაცვლილი მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

ჩემი შვილი წამართვეს. ცოცხალი გავუშვი და უკან მკვდარს მიბრუნებენ. დავიღუეპეთ. ღმერთმა დაწყევლოს. რა დააშავა ჩემმა შვილმა ან რა მოხდა იმ სამხედრო ნაწილში? გამირკვიეთ, გთხოვთ, რა მოუვიდა ჩემს შვილს, – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.

წყარო: „მთავარი არხი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share