„მინდა, რომ ყველაფერი გამოგივიდეს როგორც მე და შენ გაგვიხარდება“ – მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ნანუკა ჟორჟოლიანს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი „ძალის გამოღვიძება“ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს გაუგზავნა.

შესაბამის ინფორმაციას და ფოტოს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უსაყვარლესო, გიგზავნი ჩემს წიგნს. მინდა, რომ ყველაფერი გამოგივიდეს როგორც მე და შენ გაგვიხარდება. გკოცნი ბევრს, წარმატებები“ – წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share