“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთის ცენტრალური ქუჩების მდგომარეობაზე წერს.
მისი განცხადებით, ოზურგეთის მერია სათანადო ყურადღებას აქცევს საჭირო პრობლემებს და პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებს:
“ეს მდგომარეობაა ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებში და ამ დროს ოზურგეთის მერია დიდი სიამაყით გვიცხადებს,რომ ქუჩების დამისამართებაზე იწყებს მუშაობას.
ისე, ეს ორმოებიც დაამისამართეთ ბარემ, კი ეკუთვნის ცალკე ქუჩა და ნომერი იმხელებია .
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall – პრიორიტეტებს რის მიხედვით ანაწილებთ? დროულად მოაგვარეთ აღნიშნული პრობლემა , ხელფასს დროულად რეაგირებაში და პრობლემების გადაჭრაში გიხდით მოსახლეობა და არა ძილში
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze – გაორმაგებული ხელფასი რომ გინდა,მუშაობაც უნდა გინდოდეს.” – წერს ნიკოლაშვილი.