უკვე ისტორიული ფრაზის ავტორი რომან გრიბოვი ჩერკასის რაიონში ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა, მას ჯილდო „ჩერკასის დამსახურებისთვის“ მიენიჭა. ინფორმაცია ჩერკასის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ ტაბურეცმა გაავრცელა და მისი ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.
„ჩვენს ლეგენდარულ მესაზღვრეს სამშობლოში დაბრუნებას ვულოცავთ. რომანი მონაწილეობდა ზმენიის კუნძულის დაცვაში. რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომის ლოზუნგის შემქმნელია და მან მთელ მსოფლიოს უკრაინული სულის სიმტკიცე აჩვენა”, – დაწერა იგორ ტაბურეცმა.