სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პოროშენკოს პირადი ვალდებულება დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ალექსეი სოკოლოვმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდების მხარეს აღმკვეთ ღონისძიებად დაკავების შეფარდება სურდა, ერთი მილიარდი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის ალტერნატივით. პროკურორების თქმით, პოროშენკომ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე, ხელი შეუშალოს გამოძიებას და დაფაროს მტკიცებულებები.
როგორც ცნობილია საბოლოო სხდომა 19 იანვარს გაიმართება.
ცნობისთვის, პოროშენკო სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.