“ქართული ოცნება” “ქართულ კოშმარად” გადაიქცა – როთიმ ბუნდესტაგის წევრებს ქართულად მიმართა

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას განცხადება ქართულ ენაზე გააკეთა და თქვა, რომ “საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია”.

მან 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, დამოუკიდებლობსი ისტორიაში.

აქვე, როთმა განაცხადა, რომ ““ქართული ოცნება” “ქართულ კოშმარად” გადაიქცა. ისინი არამხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან იღებენ არასწორ, მცდარ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ არ არის შესაბამისი ევროკავშირის ღირებულებებთან“.

”26 ოქტომბრის არჩვენები უმნიშვნელოვანესი არჩევნებია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ევროპის გულში იქნებიან თუ იზოლაციაში მოექცევიან. ეს არის არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ, რომ უნდათ, რომ გაერთიანებული ევროპის გულში იყვნენ“, – განაცხადა როთმა.

გერმანიის ბუნდესტაგში, ამ წუთებში საქართველოს შესახებ განხილვა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share