”თუ გვინდა, რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება; თუ გვინდა, რომ ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნოს და სახელმწიფო მხოლოდ ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს – ამისთვის, საჭიროა, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საქართველოს ხვალინდელი დღისთვის თქვენი მხარდაჭერა და მაქსიმალური მობილიზება გადამწყვეტია. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს – მშვიდობის, საქართველოს ინტერესებისა და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად. ”