საქართველოში, ადამიანებს უნდათ ევროპაში შესვლა, მაგრამ ქვეყანას დიდი პრობლემა აქვს, ჰყავს ბოროტი მეზობელი – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგში, სადაც ახლა საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობენ, დეპუტატმა, კნუტ აბრაჰამმა განაცხადა.
აბრაჰამმა საქართველოს მდიდარ კულტურაზე და იმ ურთიერთობებზე ისაუბრა, რაც გერმანია-საქართველოს წლების განმავლობაში აქვს.
”თუ თქვენ არ იცნობთ ქვეყანას ალბათ ერთ კითხვა გაქთ, მაგალითად 20 წის წინ თვითმფრინავით საშინელ ფრენა მქონდა საქარათველოს მიმართულებით, მაშინ დამებადა კითხვა, ეკუთვნის თუ არა საქართვეელო ევროპას? დღეს არ ვიდგებოდი აქ რომ არ მეპასუხა ამ კითხვაზე. საქართველო მისი მდიდარი კულტურის საფუძველზე, სტარტეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ის ეკუთვნის ევროპას და მას შესანაშნავი ურთიერთობა აქვთ გერმანიასთან. რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკურ მხარდჭერას, 1918 წელს ჩვენ ვაღიარეთ დამოუკიდებლობა საქართველოს, მაგრამ სამი წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ანექსია სამი წლის შემდგე. ქალბატონ მერკელსაც აქვს თავისი პირადი ურთიერთობა საქართველსოთან. ჩაენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა როლი ითამაშა ქართველი ხალხის ქმედებამ, როდესაც გერმანულ საკონსულოებს დაესხნენ თავს. ადამიანებს უნდათ ევროპაში შესვლა, მაგრამ ქვეყანას დიდი პრობლემა აქვს, ჰყავს ბოროტი მეზობელი”, – განაცხადა კნუტმა.
გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.