აგონიაში მყოფი ხელისუფლების შეშინებული სპიკერი – გამყრელიძე მამუკა მდინარაძის განცხადებაზე

დღეს, ჩვენ აგონიაში მყოფი ხელისუფლების შეშინებული სპიკერი ვიხილეთ, მდინარაძის სახით, რადგან ობიექტური კვლევით კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება უკვე დამარცხებულია, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” შტაბის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ დაშინებით, მუდმივად წარსულზე საუბრითა და გარკვეული, რთული წლების გახსენებით, უნდათ, რომ უკან მიიზიდონ ამომრჩეველი.

”დღეს, ჩვენ აგონიაში მყოფი ხელისუფლების შეშინებული სპიკერი ვიხილეთ, მდინარაძის სახით, რადგან არა გორბის კვლევაა მათი გზამკვლევი, არამედ იმ კვლევით, რომელიც მათაც აქვთ, ჩვენც და კარგად ჩანს იმ ობიექტური კვლევით, რომ ხელისუფლება უკვე დამარცხებულია, მათ ძალაუფლება გამოცლილი აქვთ და, ახლა, ყველაზე მზარდი, ოპოზიციაში პოლიტიური ძალები, სწორედ, შუაშია – “ძლიერი საქართველო” ნომერი- 9 და გახარია. სწორედ, ეს ორი ძალა გახდა სამიზნე, დღეს, ბატონი მდინარაძის მხიდან, იმიტომ, რომ მათ ისევ აქვთ სურვილი, რომ, იქნებ, ამ ბოლო 2 კვირაში ეს ორპოლუსიანი, რაღაც დიხოტომიური სურათი შექმნან და საზოგადოება, რაც 12 წლის განმავლობაში იყო მათი მთავარი არგუმენტი – “აბა, მიშა გინდათ?”.

ნაციონალური მოძრაობის დაშინებით, მუდმივად წარსულზე საუბრითა და, გარკვეული, რთული წლების გახსენებით, როდესაც, პირადად, ერთი დღე არ შევრიგებივარ, უნდათ, რომ უკან მიიზიდონ ამომრჩეველი, მაგრამ ეს, უკვე, წარსულს ჩაბარდა, რადგან საზოგადოებას, ამომრჩეველს აქვს რეალური არჩევანი  26-ში და რამდენიმე ოპოზიციური ძალა, მართლაც, ყველა ტიპის ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, რომ თავისი არჩევანი გააკეთონ, დარწმუნებული ვარ, რომ აქტივობა იქნება, ძალიან, მაღალი, რაც არის გარანტი, ხელისუფლების ცვლილებისა და ყველა ობიექტური კვლევა ამბობს იმას, რომ ამომრჩეველი მზად არის, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და, რაც მთავარია, საზოგადოების დაკვეთაა ეს ცვლილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საგანგებოდ მომზადებულ ტექტში დაუშვა, რომ შესაძლოა ხელისუფლება შეიცვალოს და მმართველობაში ოპოზიცია მოვიდეს.

მამუკა მდინარაძის  განცხადების შემდეგ პარტიის ლიდერს “პირველებმა” ჰკითხა, ემზადებიან თუ არა “ქართულ ოცნებაში” ხელისუფლების გადასაბარებლად.

პარტიის ლიდერმა აღნიშნული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში წაგების შიში არ აქვს და მისივე დაშვება უარჰყო. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share