ფიზიკურ თავდასხმას, რომელიც დავით მჟავანაძეზე და ჩემზე განხორციელდა ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ხალხს არ ენახა რითი არიან დაკავებული თანამდებობის პირები, რომლებსაც ბიუჯეტიდან ფულს ვუხდით. ივანიშვილის, ქოცების შტაბად აქვთ გადაქცეული გამგეობა, სხედან უბნის კომისიის თავმჯდომარესთან ერთად და განიხილავენ ვინ უნდა დააშინონ, ვის უნდა მიუვარდნენ, ვინ უნდა მოისყიდონ… არადა, აქედან 100 მეტრში ხალხს წყალი არ აქვს, საკვების პრობლემა უდგათ, მაგრამ ეს ხალხი მათ არ ადარდებთ
ეხმაურება რა დღეს გურიანთაში ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ოპოზიციის წევრებზე თავდასხმას, აცხადებს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი