“ისტორია გვაჩვენებს – საქართველოსთვის მთავარი რისკი, ყოველთვის რუსეთიდან მოდის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Politico-სთან ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, ომის რისკი იმ შემთხვევაში უფრო გაიზრდება, თუ საქართველო იზოლაციაში და პარტნიორი ქვეყნების გარეშე დარჩება. პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა “ოცნების” ლიდერების მიერ, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის ფაქტებს.
“ასეთი თავდასხმების შემდეგ, ძალიან რთული იქნება მათთვის, რომ განახლდეს ნებისმიერი ფორმის ურთიერთობა ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან.
თუ პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები გაიმარჯვებენ არჩევნებში, მე, ალბათ მათთან ერთად ვიქნები, რათა ეს ქარტია მომავალ ევროსაბჭოში გადავიტანო და უზრუნველყო მოლაპარაკებების დაწყება, ნებისმიერ პოზიციაზე – და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.