“ქართულ ოცნებას” კამპანია ზუსტად ისეთი აქვს, როგორიც დღეს თავად არის, – ამის შესახებ განცხადება პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილს “არადამაჯერებელი” და “შეშინებული” უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე გარკვეული გავლენების ქვეშ არის მოქცეული.
”სხვათა შორის, “ქართულ ოცნებას” კამპანია ზუსტად ისეთი აქვს, როგორიც დღეს თავად არის. ზუსტად გამოხატავს მათ შინაარს და ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ტყუილზე აგებული განცხადებები. ყველა განცხადება, რომ ისინი დაამარცხებენ წარსულის აჩრდილებს, რეალურად, როგორც კი ამ ფრაზებს ამბობენ, იქვე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მათ გვერდით აღზევებულები დგანან წინა სისტემის და რეჟიმის მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე კლასიკური გამოხატულებაა ძალადობის და უსამართლობის. ეს კამპანია არის უშინაარსო, უღიმღამო და თავიანთი შიშების გამომხატველი. ივანიშვილი თავისუფალი არ არის და ბევრი რამის გავლენის ქვეშ არის. იგი გამოიყურება არადამაჯერებლად, შეშინებულად”, – ამბობს ეკა ბესელია.