მე მივდივარ არჩევნებზე იმისთვის, რომ, 27 ოქტომბერს, გავიღვიძო ევროპულ სახელმწიფოში – ლაშა უჩავა

”მე, რისთვის მივდივარ (არჩევნებზე) იმისთვის, რომ, 27 ოქტომბერს, გავიღვიძო ევროპულ სახელმწიფოში. მივდივარ იმიტომ, რომ, ვფიქრობ, არჩევანი ძალიან მარტივია – ვირჩევთ ან რუსეთს ან, ამ შემთხვევაში, ევროპას” – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში“ ექიმმა- ენდოკრინოლოგმა, ლაშა უჩავამ განაცხადა.

უჩავამ გამჭვირვალობის  კანონის  მიღების შემდეგ დაწყებულ აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მაშინ გამოფხიზლდა სამედიცინო საზოგადოება, რადგან მათ ყველაზე მეტად იგრძნეს, რა მოხდებოდა, თუ ქვეყანა ამ გზით სიარულს გააგრძელებდა.

”მაშინ, როდესაც რუსულ კანონზე საქართველოში აქციები დაიწყო, აქტიურად ვიყავით ჩართული და სამედიცინო საზოგადოება მეტად გამოფხიზლდა, მეტად შეიძლება ითქვას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, ზუსტად ვიცით, ვიგრძენით და ვგრძნობთ, რა მოხდება თუ ასე გაგრძელდა საქართველოში, კონკრეტულად, ჩვენ სფეროში, ჯანდაცვაში, იმიტომ, რომ  შეიცვლება ყველაფერი, ხელმისაწვდომობა არ გვექნება დასავლურ მედიცინაზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ისინი, ვინც “ზევით” არიან, აუცილებად, წავლენ, იყიდიან შესაბამის პრეპარატებს, ექნებათ წვდომა ამასთან, ჩვენ არ გვექნება ამის საშუალება, არ ექნება იმის საშუალება, უბრალო ადამიანს, რომ მივიდეს ექიმთან, მიიღოს ის მომსახურება ექიმისგან, ჯანდაცაში, რა მომსახურებაც აუცილებელია. არ გვექნება სიახლეები გაწყვეტს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენთან ურთიერთობას.

ჩვენ, ძალიან კარგად ვიცით, 90-დან მოყოლებული, სამედიცინო სფეროში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათს შორის, ევროკავშირმა, ძალიან, დიდი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის განვითარებაში. დღესდღეობით, ჯანდაცვის ტურიზმიც კი განვითარებულია, საქართველოში. სწორედ, ეს წვდომა მთლიანად იქნება შეფერხებული.

ძალიან მიხაროდა, როდესაც მარტის აქციებზე ახალგაზრდებს ვხედავდი, მათ აქვთ მტკიცე ხასიათი და გადაწყვეტილება, რომ  უნდათ მეტი თავისუფლება, თავისუფალ საქართველოში ცხოვრება. გრძნობენ იმ საფრთხეს – თუ ამ ლიანდაგზე წავალთ, ეს ყველაფერი შეიცვლება. მათ მივყავართ იმ  გეზით, რომ არ ვიცოდეთ, რა ხდება და დავბრუნდეთ იმ საბჭოთა ეპოქაში, რომელშიც სიბნელეა” – განაცხადა უჩავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share