„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – მატილდა გვარლიანმა instagram-ის პირად გვერდზე სთორი გამოაქვეყნა

ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მატილდამ instagram-ის პირად გვერდზე სთორი გამოაქვეყნა, რომელიც მარშზე – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ არის გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართა. მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდნენ თავისუფლების მოედნამდე, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share